მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Eurocontrol-ის პროგნოზით ევროპის ავიაცია პრეპანდემიურ დონეს 2025 წელს დაუბრუნდება

642fd8d1b5602
მარიამ ვარადაშვილი
07.04.23 17:49
337
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის [Eurocontrol] განახლებული პროგნოზით, ევროპაში ფრენები პრეპანდემიურ დონეს, რაც წლიურად დაახლოებით 11 მლნ ფრენაა, 2025 წელს დაუბრუნდება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2025 წლიდან ევროპაში ფრენები წლიურად საშუალოდ 1.5%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, 2022 წელთან შედარებით საჰაერო ტრაფიკი 15%-მდე გაიზრდება, რაც დღიურად 37 ათას შესრულებულ ფრენას ნიშნავს.

გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული პროგნოზითაც ორგანიზაცია 2019 წლის მაჩვენებელთან დაბრუნებას 2025 წლისთვის ვარაუდობდა. Eurocontrol-ის ბაზისური სცენარით 2023 წლისთვის ავიაცია პანდემიამდელ ნიშნულს მხოლოდ 92%-ით დაუბრუნდება, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 98% იქნება.

ორგანიზაციის განცხადებითვე, სამოქალაქო ავიაციისთვის შეზღუდვები უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში 2028 წლამდე შენარჩუნდება. ამას გარდა, ენერგორესურსებზე კრიზისი და მისგან გამოწვეული ფასის ზრდა, მოგზაურობის მოთხოვნაზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ ომს მსოფლიო ავიაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს, საავიაციო საწვავზე ფასი მიმდინარე წელს 47%-ით გაიზარდა. საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო ევროპული ავიაკომპანიები აზიაში ფრენებს რუსეთის გვერდის ავლით ახორციელებენ, შესაბამისად, საჰაერო ნაკადებმა სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოინაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები