მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eurogas: წელს ბუნებრივი აირის მოხმარება ევროპაში 6%-ით გაიზრდება

58106c9b9dc54
BM.GE
26.10.16 12:38
1217
წელს ბუნებრივი აირის მოხმარება ევროპაში გასულ წელთან შედარებით 6%-ით, 447,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ამის გამომწვევ მიზეზად კი ასოციაცია Eurogas ბუნებრივი აირის ელექტროენერგეტიკაში და სატრანსპორტო გამოყენებაში ზრდას და ასევე სამრეწველო მოთხოვნის აღდგენას ასახელებს.

პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარება გასული წლის ივლის-დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, სავარაუდოდ 7.5%-ით გაიზრდება.

ასოციაცია Eurogas ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდას რიგ ქვეყნებში ვარაუდობს, მათ შორის არის საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ნიდერლანდები. მაგალითად, საფრანგეთში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბუნებრივი აირის მოხმარება სექტორში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა. გერმანიაში კი კონკურენტუნარიანი ფასებიდან გამომდინარე, რამდენიმე ბუნებრივი აირის თბოელექტროსადგური გაუშვეს.

მეორე მხრივ, ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკამ, საწარმოო საქმიანობის ძლიერი ზრდა აჩვენა, რამაც ბუნებრივი აირის მოხმარების გაზრდა გამოიწვია.

Eurogas-ის პროგნოზით, 2015 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა 9%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები