მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euromoney-მ საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

EUROMONey
24.07.24 13:05
298
სტატიაში საუბარია:

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

Awards for Excellence ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 30-ზე მეტი წელია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში საფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს აფასებს და გამორჩეული ინიციატივების, პროდუქტებისა და სერვისების მქონე ბანკებს ასახელებს.

„30 წელზე მეტია, Euromoney საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბანკებს ავლენს როგორც მსოფლიოს, ასევე, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით. შეფასების პროცესში კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორგანიზაციების უნარს, მუდმივად გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქტების ხარისხი, სხვა ბანკებთან შედარებით აჩვენონ უკეთესი შედეგები და ამასთან, ადაპტირდნენ მუდმივად ცვალებადი ბაზრის პირობებში, რათა შექმნან მომხმარებელზე მორგებული სერვისები“, - ვკითხულობთ Euromoney-ს განცხადებაში.

“Euromoney-ს კიდევ ერთი ჯილდო გვახარებს მთელს გუნდს და გვახსენებს, რომ გუნდის თითოეული წევრის ყოველდღიური ძალისხმევა და მისწრაფება, შექმნას მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტები და მუდმივად იფიქროს სერვისების გაუმჯობესებაზე, აუცილებლად მოიტანს წარმატებას“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები