მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა

BM.GE
05.04.23 11:51
176
Euromoney, თიბისი პირველად საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, რომელიც 50 წელია საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვებს აქვეყნებს. დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღონისძიებაა საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში. პერსონალურ საბანკო მომსახურებასა და დაგროვილი კაპიტალი მართვის მიმართულებით, Euromoney უკვე 20 წელია საერთაშორისო საბანკო სექტორს იკვლევს. Euromoney-ის ჯილდო ისეთ კომპანიებსა და ადამიანებს გადაეცემათ, რომლებიც ლიდერობითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან.

სტუმარი: ნატა ხურციძე - თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები