მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

Euromoney
29.10.26 14:02
• 68

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს გამოკითხვაში კორპორატიულმა კლიენტებმა თიბისის ფულადი სახსრების მართვის სერვისები საქართველოში საუკეთესოდ შეაფასეს. Euromoney-ს ყოველწლიური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რამდენად კმაყოფილები არიან კომპანიები ბანკების მომსახურებით, პროდუქტებითა და ტექნოლოგიებით.

ნაღდი ფულის მართვა ბიზნესისთვის გულისხმობს თანხის შეგროვებას, ჩაბარებასა და საბანკო ანგარიშზე ასახვას. თიბისი ბიზნესკლიენტებს ამ პროცესების გასამარტივებლად ინკასაციის, ნაღდი ფულის მიმღები თვითმომსახურების აპარატების (CDM), TBC Pay-ის ტერმინალებისა და Cash Box-ის სერვისებს სთავაზობს. ბანკს 100 მოქმედი CDM აქვს, მათგან 30 უშუალოდ კორპორატიული კლიენტების ლოკაციებზეა განთავსებული. შედეგად, წლიურად თიბისის მიერ შეგროვებული ნაღდი ფულის მოცულობამ 8 მილიარდს მიაღწია.

ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სერვისების გაციფრულებასა და ავტომატიზაციას. თიბისი პირველია საქართველოში, რომელმაც ნაღდი ფულის მართვის პროდუქტებზე იურიდიული პირებისთვის სრულად ციფრული ელექტრონული ხელმოწერა დანერგა.

„თიბისისთვის მომხმარებლის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს Euromoney-ს ჯილდო, რომელიც კორპორატიული კლიენტების შეფასებით მივიღეთ. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს მათთან და სერვისებს მათი საჭიროებების მიხედვით აუმჯობესებს. ჩვენი მიზანია, ფულადი სახსრების მართვა უფრო მარტივი და მოსახერხებელი გავხადოთ. სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ დღეს ნაღდი ფულის დეპოზიტების დაახლოებით 70% ტრადიციული ფილიალიდან ავტომატიზებულ არხებზე გადავიდა. Euromoney-ს ჯილდო ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევის მნიშვნელოვანი აღიარებაა”, - ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები