მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: რომელ ინდუსტრიებს არ შეეხო პანდემია

5eb03b31217ac
BM.GE
05.05.20 09:50
903
პანდემიის ბიზნეს გაკვეთილები - ამ სათაურით აქვეყნებს Euronews-ის რუსული ვერსია სტატიას. მასალაში ისეთ ბიზნეს ინდუსტრიებზეა საუბარი, რომლებმაც პანდემიის პერიოდში გადაწყობა მოახერხეს და ნაკლებად დაზიანდნენ.

ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ადამიანების ცხოვრების სტილი და ბიზნესის პოზიციები მთელს მსოფლიოში. ზოგი გაკოტრდა, ზოგიერთისთვის კი, პირიქით, ეს პერიოდი ზრდისა და გაძლიერების მიზეზი გახდა. მათ შორის არის მაგალითად, სატვირთო სატრანსპორტო ინდუსტრია, რომელიც ამ რთულ პერიოდში გახდა ერთ – ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახდა.

მაგალითად, იმ დროს, როდესაც კორონავირუსის გამო ავიაკომპანია Emitates -მა ფაქტობრივად შეაჩერა მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით მუშაობა პირიქით გააორმაგა, რადგან სწორედ ისინი უზრუნველყოფენ აუცილებელი საქონლისა და სამედიცინო ასორტიმენტის შეუფერხებლად მიწოდებას მსოფლიოს ირგვლივ.

როგორც Emirates SkyCargo– ს ვიცე პრეზიდენტი აღნიშავს, სამედიცინო აღჭურვილობის, ნიღბების, სადეზინფექციო საშუალებებისა თუ ფარმაცევტული პროდუქტების მიმართ გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა რამდენიმე კვირაში ინფრასტრუქტურის გადაწყობა, მათ ჩადეს ინვესტიციები ახალ ტექნოლოგიებში და დაამატეს პერსონალი, იმისათვის, რომ სამგზავრო ლაინერებს, რომელთა ტვირთამწეობა 20-40 ტონაა, შეეძლოთ გადაადგილება შეფერხების გარეშე მთელს მსოფლიოში, მაგალითად ევროპის 10 ქვეყანაში კვირაში 60 ფრენა ხორციელდება.

დამსაქმებელმა თანამშრომელს სპეციალური პირობები შეუქმნა - სამსახურთან ახლოს საცხოვრებელი უზრუნველყო, ანუ მათ უწევთ საკუთარი სახლიდან და ოჯახის წევრებისგან დისტანციურად ცხოვრება, სანამ პანდემია არ დასრულდება. სამსახურში კი, არ დაიშვებიან პირბადის, სათვალისა და ხელთათმანების გარეშე. დაყოფილები არიან კლასტერებად და საჭიროების შემთხვევაში კომბინიზონებსაც იყენებენ.

ბიზნესი ცდილობს, ყველანაირად მოერგოს რეალობას, არ გაჩერდეს და გააგრძელოს მუშაობა. მათ შორის არის მოდის ინდუსტრია, რომელიც ტანისამოსის შეკერვის ნაცვლად, სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებას უთმობს დროს და მაგალითად დღეში თითო კომპანია საშუალოდ 10-20 ათას პირბადეს კერავს, იმისათვის, რომ ადამიანების უსაფრთხოება ნაწილობრივ მაინც უზრუნველყონ და დეფიციტი არ შეიქმნას.

კიდევ ერთ სექტორია სარეკლამო ბაზარი, რომელიც დღეს სოციალური დისტანციის პირობებში დაპაუზებულია, თუმცა ზოგიეთმა მალე მოახერხა ადაპტაცია ახალ რეალობასთან და გაცილებით ეფექტიანად გააგრძელეს დისტანციურად მუშაობა.

ასევე პოზიტიური რიცხვები იწერება ონლაინ ვაჭრობის მიმართულებითაც და როგორც ჩანს, სახლში დარჩენილი ადამიანები გაცილებით ხშირად ყიდულობს ნივთებსა თუ პროდუქციას ონლაინ სივრცეში, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინ პლატფორმებისთვის პანდემია პოზიტიურ რიცხვებში დაკონვერტირდა.

მართალია, კორონავირუსი ეკონომიკებისთვის ძალიან დამაზიანებელია და მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული იქნება, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, დროულად მიღებულ ზომებს შეუძლია ზარალის მასშტაბის შემცირება და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები