მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ტაქსის გამოძახებისა, თუ საკვების მიტანის სერვისის კომპანიები უერთდებიან ეროვნულ ძალისხმევას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთიც, სადაც კომპანიები: Uber, Bolt და Deliveroo იმ მომხმარებლებს, რომლებიც იქნებიან აცრილები,ფასდაკლებებს შესთავაზებენ.
როგორც Euronews წერს, გაერთიანებულ სამეფოში, მოზრდილთა 90% -ზე მეტს უკვე აქვს მიღებული სულ მცირე ვაქცინის პირველი დოზა, მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლება კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ, რომ სწრაფად დასრულდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ინფიცირების მაჩვენებლებმა ეტაპობრივად იკლოს. კამპანიას კი ახლა უკვე კერძო სექტორიც უერთდება და ერთობლივი ძალებით ცდილობენ ქვეყანაში პანდემიის დასრულებას.
”ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ მნიშვნელოვან კამპანიასთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ მთავრობასთან და ვცდილობთ წავახალისოთ ყველა, ვინც აიცრება“, - აღნიშნა Uber– ის რეგიონულმა გენერალურმა მენეჯერმა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ჯემი ჰეივუდმა.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანმა, საჯიდ ჯავიდმა კი თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ბიზნესს და მოუწოდა აცრილ მოქალაქეებს "ისარგებლონ ფასდაკლებით" და პიცის უფასო ნაჭრებით. ასევე მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში უახლოეს დღეებში უფრო მეტი სტიმული და წამახალისებელი მექანიზმი გაჩნდება, მათ შორის ფასდაკლებს გამოაცხადებენ კაფე/რესტორნები და იაფ ბილეთებს შესთავაზებენ კინოთეატრები ან მუსიკალური ფესტივალები.

























