ბათუმში World travel awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia World Travel Awards-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. გამარჯვება ნომინაციაში - საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია, Europcar Georgia-მ წელს უკვე მეორედ მოიპოვა. ინფორმაციისთვის: World travel awards მსოფლიო ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისო ტურისტების შეფასებით ხდება, რომლებიც თავიანთ კმაყოფილებას მომსახურების მიმართ ხმის მიცემით გამოხატავენ. ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის დაჯილდოება, საქართველოში წელს პირველად ჩატარდა.
Europcar Georgia საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც დღიურ გაქირავებას, ასევე საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებას. დღეს Europcar Georgia 400-ზე მეტი ავტომობილი არის წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიის წარმატებას, მრავალფეროვანი ავტოპარკის გარდა კომფორტული სერვისი და მუდმივ რეჟიმში მომხმარებლის კმაყოფილებზე ზრუნვა განაპირობებს. Europcar Georgia ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar-ი თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.