მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

European Village გონიოში All-Inclusive კურორტს ქმნის - ისრაელის ელჩი კაფსულის ჩადების ცერემონიას დაესწრო

232

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია გონიოში ისრაელური დეველოპერული კომპანიის – European Village–ის ახალი მსხვილი პროექტის კაფსულის ჩადების ცერემონიას დაესწრო.

საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიამდე ელჩმა შეხვედრები გამართა კომპანიის ხელმძღვანელობასთან და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან, სადაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ტურიზმსა და ინვესტიციებზე ისრაელიდან.

"მნიშვნელოვანი ინვესტიციით, European Village გონიოში ქმნის მაღალი კლასის All-Inclusive კურორტს, რომლის პირველი ობიექტი იქნება Wyndham Grand Batumi Gonio Sky Castle.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ასახავს ისრაელის მზარდ როლს საქართველოს ტურიზმის განვითარებაში და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაში",- აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები