მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eurotex წლის ბოლომდე კიდევ ერთ სამკერვალო ფაბრიკას გახსნის

5b17c9c8d255c
მარიამ ადამია
06.06.18 15:45
2397
კომპანია Eurotex წლის ბოლომდე კიდევ ერთ სამკერვალო ფაბრიკას გახსნის, ამჯერად რუსთავში. მიმდინარე წლის შემოდგომის გეგმებშია ახალი ქართული ბრენდის „მოვის“ გაყიდვაში ჩაშვებაც.

ამ ეტაპზე კომპანიას ფაბრიკაში 500 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, რომელებიც, ყოველდღიურად, ტანსაცმლის 4 ათას მოდელს ამზადებენ და უშვებენ ევროპაში. Eurotex–ის მთავარი საექსპორტო ბაზარი კი იტალიაა, ამიტომაც როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მილანსა და ვენეციაში შოპინგის დროს, სხვა სახელისა და ბრენდის ქვეშ, შესაძლოა ქართული წარმოების პროდუქცია შეიძინოთ.

რაც შეეხება ახალ ბრენდს "მოვი" ის ქალის სამოსის დიზაინერულ ხაზს მოიცავს და გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ევროპაშიც.

"ჯერ-ჯერობით ფაბრიკაში ექსპერიმენტული ნიმუშები იკერება. ნაჭრებს საგანგებოდ იტალიაში ვარჩევთ, სრული კოლექცია კი შემოდგომისთვის იქნება მზად და გაყიდვაშიც ჩაეშვება. საბოლოო პროდუქცია, კომპანია Eurotex-ის ვებ–გვერდზე განთავსდება, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. რაც შეეხება პროდუქციის ასტორტიმეტს, "მოვი" მოიცავს ქურთუკებს, პალტოებს, პიჯაკებს, შარვლებს, ქვედაბოლოებსა და გამოსასვლელ კაბებს“ – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ვერონიკა ბლაკუნოვა bm.ge-სთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები