ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს დანიის შეშფოთებას საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.
რასმუსენის განცხადებას საქართველოში დანიის საელჩო ავრცელებს.
„საქართველოს არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს დანიის შეშფოთებას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, ამომრჩეველთა ფართო ხასიათის მქონე დაშინებასა და ხმების ყიდვის შესახებ“, – წერს დანიის საელჩო სოციალურ ქსელში.