მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეუთო/ოდირის დასკვნა 26 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებას ნიშნავს - პაპუნა ჯანელიძე

პაპუნა ჯანელიძე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ეუთო/ოდირი საბოლოო დასკვნას ეხმიანება, რომელიც 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხება და რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

მისი თქმით, 2024 წლის ანგარიშში, არჩევნების არ აღიარებას ნიშნავს რადგან 2020 წლის ანგარიშისგან განსხვავებით წლევანდელ ანგარიშში არ წერია, რომ არჩევნები ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.

"მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში (თანდართულია ფოტო), მიუხედავად მრავალი დარღვევისა, ეწერა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.

ასეთი დასკვნა არ არსებობს 2024 წლის ანგარიშში, რაც ფაქტიურად ნიშნავს არჩევნების არ აღიარებას", - წერს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები