მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველა დარღვევა დადასტურებულია - ეკა ბესელია

ეკა ბესელია

ეუთო/ოდირის დასკვნა-ყველაზე მძიმეა რაც კი ყოფილა აქამდე ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით - ამის შესახებ იურისტი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში დასკვნაში ყველა დარღვევა თავმოყრილია და დადასტურებულია, მათ შორის დასატურდა ფარულობის პრინციპის ხელყოფაც.

"ეუთო/ოდირის დასკვნა-ყველაზე მძიმეა რაც კი ყოფილა აქამდე ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით . დასკვნაში ყველა დარღვევა თავმოყრილია და დადასტურებულია: არ იყო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი; დარღვევები ფარულობასთან დაკავშირებით; პროცედურებთან; ადმინისტრირებასთან; დაკვირვებასთან; სამართლებრივი დავების განხილვასთან დაკავშირებით; ხმის მიცემის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება; არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა, სასამართლო განხილვის არადემოკრატიულობა და რა დარჩა?

არჩევნებმა შეარყია საზოგადოების ნდობა. ყველა დარღვევა დადასტურდა, რაც მნიშვნელოვანია კონსტიტუციური სტანდარტის - ფარულობის პრინციპის ხელყოფა.

სწორედ ამას ვითხოვდით საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის არ განხილული სარჩელით და ეს დარღვევაც დადასტურდა.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციურ კონტროლზე უარის თქმის ისტორიული სიმძიმე! დანარჩენი საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია", - წერს ეკა ბესელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები