მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას გმობს

ეუთო ოდირი

საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების ქმედება ღრმა შეშფოთებას იწვევს და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას სერიოზულად არღვევს, - ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა.

"ეუთოს" განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ძალის გადამეტებამ მომიტინგეები და ჟურნალისტები დააშავა, ამ დროს კი მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი იყო.

"მშვიდობიანი შეკრების უფლება არის თავისუფლება, რომელიც დევს ყველა დემოკრატიული საზოგადოების გულში და ეუთოს ყველა სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველას ექნება მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება.

ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა კი კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდეს.

სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს უნდა ხდებოდეს. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება ადამიანის უფლებათა მრავალ დოკუმენტშია გათვალისწინებული და ეუთოს ყველა წევრმა სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, რომ ეს უფლება დაიცვას და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, როგორც კანონით, ასევე პრაქტიკით", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები