მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვდება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ეუთო
22.04.25 09:25
619

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 22 აპრილს, გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ გააკეთებენ ერთობლივ განცხადებებს პრესასთან.

"დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები