მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EV ავტომობილები - EV სადგურები" - რამდენად თანაზომიერად იზრდება საქართველოს ბაზარი?

European Alternative Fuels Observatory-ის ახალი კვლევის თანახმად, ისლანდიასა და პორტუგალიაში ელექტრომობილების დამუხტვა ყველაზე იაფი ჯდება, ნორვეგიასა და სლოვენიაში კი ეს მომსახურება ყველაზე ძვირია. EAFO-ს მკვლევრებმა შეისწავლეს 25-წუთიანი პერიოდი, რა დროშიც ელექტრომობილის ბატარეა 10%-დან 80%-მდე იმუხტება. საჯარო სადგურებიდან ტარიფების შესახებ კი ინფორმაცია პროვაიდერებისგან გამოითხოვეს.

აღმოჩნდა, რომ Tesla Model 3-ის დამუხტვა ყველაზე იაფი ისლანდიაში ჯდება, სადაც ყოველ 100 კმ-ზე ფასი €2.89-ია, რაც შეეხება პორტუგალიას, აქ 100 კმ-ს დაფარვა €3.18 დაგიჯდებათ. TOP სამეულს ფინეთი ხურავს, სადაც იგივე დისტანციის გასავლელად სწრაფი დამუხტვის სადგურით €4.63-ად ისარგებლებთ. ამავე დროს, ელექტრომობილის დატენვა ნორვეგიაში 6-ჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ისლანდიაში. 100 კმ დისტანციის დასაფარად აქ €18.93 დაგჭირდებათ, სლოვენიაში კი ღირებულება €17.02-მდე მცირდება.

ტარიფებს შორის ასეთი დრამატული განსხვავება რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, რომელთა შორისაცაა ელექტროენერგიის ფასები, სახელმწიფო გადასახადები, სამთავრობო პოლიტიკა და, მათ შორის, განახლებად ენერგორესურსებზე წვდომაც. კვლევაში საუბარია დამტენი სადგურების რაოდენობაზეც, რაშიც ევროპის ლიდერი ნიდერლანდებია, სადაც საჯაროდ ხელმისაწვდომი 154 000 ელექტროდამტენია დამონტაჟებული. მეორე ადგილზე გერმანიაა 130 828 დამტენით, სამეულს კი საფრანგეთი 127 530 სადგურით ხურავს.

დამტენი სადგურების რაოდენობა იზრდება საქართველოს გეოგრაფიაშიც, ისევე როგორც იზრდება ელექტრომობილების იმპორტის მაჩვენებლები, რამდენად თანაზომიერია ზრდა, რა ხდება ბაზარზე ამ მიმართულებით და როგორია მოლოდინები?

სტუმარი: დავით იოსავა - "ი-სპეისის" გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები