მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევა ბოჭორიშვილი - წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას ველით

5ca35698975df
BM.GE
02.04.19 17:55
1061
"2018 წელს პირველად, მესამე კვარტალში საქართველოს ისტორიაში დაფიქსირდა პროფიციტული მიმდინარე ანგარიში, წელსაც ჩვენ ველოდებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა "საქმიან დილაში" განაცხადა.

ევა ბოჭორიშვილის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ნიშნავს, რომ ქვეყანას არ აქვს საკმარისი დანაზოგი, რათა საინვესტიციო საქმიანობა დააფინანსოს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და უცხოეთიდან მოზიდულ კრედიტებზე მაღალია.

ბოჭორიშვილის თქმით, ადგილობრივი დანაზოგების წახალისებას ქვეყანაში საპენსიო რეფორმაც შეუწყობს ხელს.

"დეფიციტი ნიშნავს, რომ არ გვაქვს საკმარისი დანაზოგები და იმისთვის, რომ საინვესტიციო საქმიანობა დავაფინანსოთ, ამიტომაც ქვეყანაში გვჭირდება უცხოური კაპიტალი, იქნება ეს FDI თუ სესხების აღება. შესაბამისად, ეროვნული დანაზოგების ზრდასთან ერთად ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამოკიდებულება უცხოურ დაფინანსებაზე წლების განმავლობაში მოიკლებს და შესაბამისად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება", - "საქმიან დილაში" განაცხადა ბოჭორიშვილმა.

2018 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიში პროფიციტული იყო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პირველად დაფიქსირდა. 2010-2017 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, შეადგენდა დაახლოებით 10.8%-ს, ხოლო 2018 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა, რომელიც დაახლოებით 12 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, დადებით დონეს - მშპ-ს 0.3%-ს მიაღწია. 2018 წლის ჯამურმა დეფიციტმა კი 7.7% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები