სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" იმერეთში სამედიცინო ტურიზმის გასავითარებლად 8 მილიონ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ bm.ge-ს კორპორაციის იმერეთის კორდინატორმა ანგელინა ორჯონიკიძემ განუცხადა.
"ორი წლის განმავლობაში "ევექსმა" ონკოლოგიისა და ოფთალმოლოგიის ცენტრის ინფრასტრუქტურის გასავითარებლად 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. მომავალი სამი წლის განმავლობაში ჯამში, 8 მილიონი დაიხარჯება, რომელიც ევექსის კლინიკების განვითარებას მოხმარდება.
ინფრასტრუქტურა, სამედიცინო კადრები, მაღალტექნოლოგიური აპარატურა უზრუნველყოფს იმას, რომ სამედიცინო ტურიზმი ჩვენს მიერ არჩეულ სამიზნე ქვეყნებში, წარმატებით განხორციელდეს", - აცხადებს ანგელინა ორჯონიკიძე.

























