ევექსი კლინიკებმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიკლინიკა თბილისში ამჯერად, ნაძალადევის რაიონში გახსნა. გურამიშვილის გამზირზე მდებარე პოლიკლინიკა გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით, აღჭურვილია ახალი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით. საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების რიგით 33-ე სამედიცინო დაწესებულება გურამიშვილის გამზირის 64 ნომერში მდებარეობს. ადგილზე მომხმარებლებს შესაძლებელობა აქვთ სრული ამბულატორიული მომსახურება მიღონ, რაც გულისხმობს, ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას.
აღსანიშნავია, რომ პოლიკლინიკაში ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე 100%-მდე დაფინანსებით ისარგებლონ და ასევე, საჩუქრად მიიღონ 150 ლარიანი ვაუჩერი.
გარდა ამისა, კორპორატიული დაზღვევის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე მომსახურება მიიღონ და 25%მდე ფასდაკლებით ისარგებლონ დაზღვევით დაუფარავ სერვისებზე.
ასევე, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს გაიხსნა ახალი პოლიკლინიკა ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის 36 ნომერში.
ევექსი კლინიკები მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს, სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს ეს არის რიგით მეორე პოლიკლინიკა, რომელიც თბილისში გახსნა.
,,ბოლო სამ თვეში ჩვენ შევძელით და თბილისში გავხსენით ორი ახალი პოლიკლინიკა. გარდა იმისა, რომ ვცდილობთ სამედიცინო სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში დავნერგოთ ჯანმრთელობის შემოწმების კულუტურა. ჩვენი ქსელურობა იძლევა იმის საშუალება, რომ ადამიანებმა დაზოგონ თავიანთი დრო და საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე ევექსის პოლიკლინიკას მიაკითხონ, სადაც მათ დახვდებათ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმ-სპეციალისტების გუნდი და შეძლებენ როგორც მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება.- განაცხადა ევექსი კლინიკების გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.
(NS)