მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ “კარავსა” და “კაიკონას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი
20.06.24 18:09
1657

„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავსა” და ნეიროგანათლების სივრცე “კაიკონას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს კოლაბორაციულ პროექტებს, ბავშვების განვითარებისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. შეთავაზებები მშობლების, მზრუნველების, თერაპევტებისა და აღმზრდელებისთვისაა შექმნილი, რათა მათ ხელი შეუწყონ ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას, მედეგობას და კეთილდღეობას.

თანამშრომლობის ფარგლებში “ლამპარსა” (კარავის ბავშვთა ჰარმონიული განვითარების პროგრამა) და „კაიკონას” შორის ამოქმედდება სამი პროგრამა. პირველი მათგანი არის ICDP, ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროექტი, რომლის მიზანიც ბავშვთა კეთილდღეობით დაინტერესებული ყველა პირის მხარდაჭერაა ბავშვებზე ზრუნვის და მოვლის პროცესში მათი ცნობიერების ამაღლების გზით. QST, შეხებაზე დაფუძნებული მკურნალობაა, რომელიც სპეციფიკურად შეიქმნა აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის. სახლში მარტივად შესასრულებელი პროგრამა იდეალური ალტერნატიული თერაპიაა აუტიზმის მქონე ბავშვის გონების, სხეულისა და სენსორული შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ხოლო “სელფ-რეგი”, ახალ მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული 5-საფეხურიანი პროცესი, ბავშვებთან დაკაშირებულ ყველაზე გამომწვევ სიტუაციებსაც კი ახლებურად გვაჩვენებს. „სელფ-რეგი” აუმჯობესებს ზრდის ხელშემწყობ თვითრეგულაციას, სტრესთან გამკლავებასა და ენერგიის აღდგენის გზებს.

ნინო მარგველაშვილი “კაიკონას” დამფუძნებელი: „ამ სამი პროგრამის ამოქმედებას ტრანსფორმაციული გავლენა ექნება ბავშვების, მოზარდებისა და მათი ოჯახების ცხოვრებაზე. ერთად შევძლებთ შევქმნათ ჯანმრთელი, ძლიერი და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემო, სადაც ყველა ბავშვს საკუთარი პოტენციალის ამოქმედების შესაძლებლობა ექნება."

„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრის “კარავისა” და ნეიროგანვითარების სივრცის “კაიკონას” აღნიშნული პროექტი 2024 წლის სექტემბრის თვიდან ამოქმედდება. პროგრამებში მონაწილეობა ხელმისაწვდომი იქნება როგორც მშობლებისთვის, აღმზრდელებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება „კარავის” სოციალურ გვერდებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები