გასულ კვირას „ევექსსა“ და ისრაელის წამყვანი სამედიცინო პროფესორების გაერთიანებას (ALIMP) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც „ევექსსა“ და ისრაელის წამყვან სამედიცინო პროფესორების გაერთიანებას შორის გრძელვადიანი პროფესიული თანამშრომლობა განხორციელდება.
თანამშრომლობის დეტალებზე გადაცემა „Forbes კვირაში“ „ევექსის ჰოსპიტლების“ კომერციულმა დირექტორმა ანრი კაპანაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმი საშუალებას აძლევს პაციენტებს, რომ საქართველოში მიიღონ ისრაელის მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება ქართული საგადასახადო პირობებით, რომელიც ისრაელის კლინიკებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი ფასით არის განსაზღვრული.
„ამ თანამშრომლობის ხიბლი არის ის, რომ ამ პროექტს თავისი პირდაპირი ეკონომიკური ეფექტიც გააჩნია. პაციენტების სურვილიდან გამომდინარე, ჩვენ ისრაელის წამყვანი სამედიცინო პროფესორების გაერთიანებას (ALIMP) ვთხოვეთ, რომ გაკეთებინათ ექსკლუზივი ჩვენს ბაზაზე. მე ვიცი, ძალიან ბევრი პაციენტი, რომელიც სამკურნალოდ მიდის ისრაელში, ჩვენი თანამშრომლობის შედეგად კი, შესაძლებლობა ექნებათ, რომ იგივე ოპერაციები, იგივე სერვისები მიიღონ თითქმის ნახევარ ფასად საქართველოში, „ევექსის“ ჰოსპიტალებში“, - განაცხადა ანრი კაპანაძემ და დასძინა, რომ ALIMP-თან თანამშრომლობა საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ჰაბად განავითარებას და ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს.
„ამ მემორანდუმის ფარგლებში, „ევექსის ჰოსპიტლებს“ პოსტსაბჭოთა სივრცეში სრული ექსკლუზივი აქვს და ამ პროექტით გათვალისწინებული სარგებელის მიღება ბენეფიციარებისთვის მხოლოდ საქართველოში იქნება შესაძლებელი. მოგეხსენებათ, ისრაელში მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება - ბევრი გადასახადია, ცალკეა ცხვორების და ფრენის ხარჯი, ამიტომ პაციენტების ძალიან დიდი ნაკადი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ისრაელში ჩადიოდა სამკურნალოდ, კრიზისის შემდეგ შემცირდა, აქედან გამომდინარეც, ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, საქართველო გახდეს ჰაბი; პროფესორებმაც თქვეს და ისინი თანახმა არიან, რომ პაციენტების ეს ნაკადი საქართველოში გადმომისამართდეს და რა თქმა უნდა, აქ ფასშიც შეღავათები ექნებათ“, - აღნიშნა „ევექსის“ წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, ანრი კაპანაძის თქმით, „ევექსსა“ და ისრაელის წამყვანი სამედიცინო პროფესორების გაერთიანებას (ALIMP) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარაი ბენეფიტია ისიც, რომ ის გამოცდილება, რომელიც ამ პროფესორებს გააჩნიათ და ის ინოვაციური მეთოდები, რომლითაც ისინი აკეთებენ ოპერაციებს, საქართველოში დაინერგება.
„რა თქმა უნდა, ეს აწევს სამედიცინო ხარისხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.

























