პირველადი ჯანდაცვის უმსხვილესი ქსელი „ევექსი“ სტრატეგიულ რებრენდინგსა და ინფრასტრუქტურულ გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ 10-წლიანი ისტორიის მქონე დიდუბის კლინიკა სრულად მოდერნიზებულ სამედიცინო ცენტრად გარდაქმნა. კლინიკაში, რომელიც 40 000-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება, სრულად განახლდა სადიაგნოსტიკო აპარატურა, დაემატა ახალი მიმართულებები და გაციფრულდა ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის პროცესი. რა სიახლეებსა და სერვისებს სთავაზობს განახლებული ფილიალი პაციენტებს?






























