მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ევერტონის” ახალი სტადიონის სახელი ცნობილია

ევერტონის ახალი სტადიონი

ლივერპულურმა საფეხბურთო კლუბმა "ევერტონმა" გამოაცხადა, რომ იურიდიული ფირმა Hill Dickinson-ი მათი ახალი სტადიონის, ბრემლი-მურის დოკში მდებარე არენის, სახელის უფლებების პარტნიორია.

ახალი 52,888 ტევადობის სტადიონი, რომელიც მომავალ სეზონიდან „გუდისონ პარკს“ ჩაანაცვლებს, „Hill Dickinson Stadium“-ის სახელით იქნება ცნობილი.

კლუბის განცხადებით, Hill Dickinson-ი, რომელიც დაარსდა 1810 წელს, საერთაშორისო კომერციული იურიდიული ფირმაა და მისი ოფისები გაერთიანებულ სამეფოში, ევროპასა და აზიაში მდებარეობს.

„Hill Dickinson-ის როგორც სახელის უფლებების პარტნიორის მიღება არის თამამი და სტრატეგიული ნაბიჯი. ეს პარტნიორობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრენდინგი ეს არის საერთო ერთგულება პროგრესის, სრულყოფილების და ჩვენი ქალაქის განახლების მიმართ.Hill Dickinson Stadium იქნება ევერტონის ამბიციების, ღირებულებების და გლობალური მომავლის სიმბოლო, რომელსაც ერთად ვქმნით" - განაცხადა "ევერტონის" ახლად დანიშნულმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ენგუს კინირმა.

მერსისაიდული გუნდი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება არის „ერთ-ერთი უდიდესი სახელის უფლებების გარიგება ევროპაში“, თუმცა კლუბმა არ გაამჟღავნა შეთანხმების ფინანსური დეტალები ან ხანგრძლივობა.

მათივე თქმით, Hill Dickinson აქტიურად ითანამშრომლებს "ევერტონთან" ადგილობრივ საზოგადოებაში და მიზნად დაისახავს მათი საქველმოქმედო პროგრამების „მასშტაბის და გავლენის გაფართოებას“ მერსისაიდსა და მის ფარგლებს გარეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები