მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა - მედია

ევგენი პრიგოჟინი

ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, კერძო თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, როდესაც კატასტროფა განიცადა.

ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ეკიპაჟის წევრი და შვიდი მგზავრი. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ყველა დაღუპულია.

რუსული ოფიციალური წყაროების ცნობით, ევგენი პრიგოჟინი მგზავრებს შორის იმყოფებოდა.

ცნობისთვის, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა პრიგოჟინმა გუშინ აჯანყების შემდეგ, სოციალურ ქსელში პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ დაჯგუფება აგროვებდა ადამიანებს და დაკისრებულ ამოცანებს შეასრულებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები