მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევკალიპტის ხის გადატანა უკანონოა"

5ace2648e30f7
თამუნა დემეტრაშვილი
11.04.18 21:30
988
პოლიტიკური გაერთანება "ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მწვანე კონცხზე მათ მიერ შეძენილ ევკალიპტის ხესთან დაკავშირებით, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ვაშაძემ გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ განაცხადა. მისი თქმით, აუქციონის პირობა, რომლის მიხედვითაც ხე ადგილიდან უნდა გადატანილიყო ტყის კოდექსს და საერთაშორისო კონვენციებს არღვევს, რომელსაც საქართველოც მიერთებულია.

"ეს ხე შეფასებულია უძრავ ქონებად, უძრავი ქონება დაკავშირებულია მიწასთან, შესაბამისად უძრავი ქონების გადატანა სამოქალაქო კოდექსით შეუძლებელია“, - აღნიშნა ვაშაძემ.

"ჩვენ არ უნდა გადავიტანოთ ეს ხე, იმიტომ რომ სამართლებრივად დავასაბუთებთ, მისი გადატანა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამაზე იქნება დავა დ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევკალიპტის ხე დარჩეს თავის ადგილას“-აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 26-მეტრიან ევკალიპტის ხეზე გამოცხადებულ აუქციონში ,,დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა და ხე 20 ათას ლარად შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები