მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრო 2024-ზე მონაწილე ფეხბურთელების კლუბებს UEFA კომპენსაციას გადაუხდის

უეფას კომპენსაცია ფეხბურთელების კლუბებს

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი კლუბი “აპოელი” ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გამო უეფასგან გარკვეულ კომპენსაციას მიიღებს. საქმე ეხება ქართველ ფეხბურთელებს, ლაშა დვალს და გიორგი ქვილითაიას, ასევე მეკარე ვიდ ბელეცის, რომელთა გამოც, ნიქოზიური კლუბი დამატებით კომპენსაციას მიიღებს.

უეფა თითოეული გამოძახებული ფეხბურთელისთვის კლუბებს 75 ათას ევროს ურიცხავს, შესაბამისად, თუკი ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მოთამაშე ევროპის ჩემპიონატისთვის გამოძახებულ შემადგენლობაში მოხვდება, “აპოელი” 225 ათას ევროს მიიღებს. ფეხბურთელების ეროვნული ნაკრებები თუკი ჯგუფურ ეტაპს გადალახავენ, მაშინ თანხაც შესაბამისად გაიზრდება.

ცნობისთვის, უეფას იმ კლუბებისთვის, რომლებშიც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელები თამაშობენ, 140 მილიონი ევრო აქვთ გამოყოფილი. თანხა კი სამი კატეგორიის მიხედვითაა გადანაწილებული. A კატეგორიის კლუბები თითოეულ მოთამაშეზე 10 ათას ევროს მიიღებენ, B კატეგორიის გუნდებს უეფა 6670 ევროს გადაუხდის, ხოლო C კატეგორიისთვის, სადაც ქართული კლუბებიც მოიაზრებიან, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს 3330 ევრო აქვს გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება, საქართველო კი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები