ევროს კურსი ორწლიან მინიმუმამდე დაეცა, 22 ნოემბრის ვარდნამ 1% შეადგინა და ერთი ევროს ღირებულება 1.04 დოლარი გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, ეს დაკავშირებულია ევროპაში მომსახურების სექტორის შემცირებასა და წარმოების სექტორის ვარდნასთან.
აღნიშნულმა ბაზრის მონაწილეებში გაამყარა მოლოდინი, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) მალე შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას. ამჟამად ECB-ის განაკვეთი 3.25%-ს შეადგენს და შესაძლოა ის დეკემბერში შემცირდეს.
აშშ დოლართან ბრიტანული გირვანქა სტერლინგიც გაუფასურდა, რაც ბრიტანეთში ბიზნესაქტივობის ვარდნამ გამოიწვია. დოლარი კვლავ ძლიერი რჩება და სხვა ვალუტებთან მიმართებით მზარდ პოზიციას იკავებს.
ამასთან, ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა და 100,000 დოლარს მიუახლოვდა, რაც ინვესტორების გაზრდილ ინტერესს უკავშირდება.