მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროინტეგრაციის პროგრამის კონკურსი თემაზე: ტექდათვალიერების რეფორმის ეფექტიანობის კვლევა

5d137e7be355d
BM.GE
26.06.19 18:14
791
"საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში კონკურის ცხადდება. პროგრამის მიზანია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და რეფორმების დაგეგმვისა და განზორციელების პროცესში ჩართულობა.

კონკურსის მიზანია საქართველოს მასშტაბით სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის კვლევა და ადვოკატირება ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის დახვეწის მიზნით.

„ამოცანები:

სავალდებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შესაბამისობის დადგენა "ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის 2014/45/EC დირექტივასთან;

სავალდებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის იმპლემენტაციის ეფექტიანობის განსაზღვრა ადმინისტრირების, მონიტორინგის, კორუფციის რისკების, გარემოზე ზემოქმედების, საზოგადოების ცნობიერების ხარისხის და სხვა ფაქტორების მიხედვით;

გამოვლენილი ნაკლოვანებების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და ადვოკატირება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაზე პასუხისმგებელ უწყებებთან. შესაბამისად პროექტში წარმოდგენილი უნდა იყოს ადვოკატირების სტრატეგია", – წერია საკონკურსო პროგრამის ამოცანებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, ანალიტიკურ ცენტრებს და დამოუკიდებელ მკვლევარებს, რომელთაც გააჩნიათ აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

განიხილება მხოლოდ ელექტრონულად მიღებული განაცხადები. გთხოვთ იხილოთ განაცხადის ფორმა https://osgf.ge/grants/apply/. მიუთითეთ კონკურსის დასახელება შესაბამის გრაფაში.

მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის ოთხშაბათი, 26 ივლისი, 18:00 საათი ადგილობრივი დროით.

პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 20,000 აშშ დოლარს.

დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაცია გაიმართება ორშაბათს, 8 ივლისს, 17:00 საათზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები