რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინ წასაწევად.
ევროპარლამენტის წევრთან ახლახანს ჩაწერილ ინტერვიუში, ბატონი ნაჩო სანჩეს ამორი აღნიშნავს: „მე აქტიურად ვიღებ ინფორმაციას საქართველოს შესახებ. ვინაიდან მაინტერესებს ეს ქვეყანა მრავალი პოლიტიკური მიზეზის გამო, მათ შორის - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. რატომ ხდება, რომ მე არ მესმის ბიზნესი ხმა გარკვევით? მე ვიღებ დიდ ინფორმაციას და განცხადებებს მთავრობისგან, ვიღებ ინფორმაციას სამოქალაქო სექტორისგან, რომელიც ძალიან აქტიური და პრო-ევროპულია, მაგრამ მე არ ვიღებ ინფორმაციას ბიზნესსექტორის ჩართულობის შესახებ. ცხადია კერძო სექტორი პირდაპირ არ არის ჩართული პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს კარგი გზავნილი ევროკავშირისთვის და საზოგადოებრივი აზრისთვის, რომ ბიზნეს საზოგადოება არის ჩართული ევროპასთან დაახლოების პროცესში.“
ევროინტეგრაცია ქვეყნის, საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის ბიზნეს სექტორის არჩევანია. ამ პროცესში სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება ისევ საქართველოს კეთილდღეობას ემსახურება - მდგრადი ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, უთანასწორობის აღმოფხვრა, გარემოს დაცვა, განახლებადი ენერგიის განვითარება, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ხარისხიანი განათლება, ტექნოლოგიური განვითარება - და სხვა ბევრი ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები უკავშირდება ევორინტეგრაციის პროცესს.
რა ნაბიჯები უნდა გადადგას ბიზნეს სექტორმა, რომ მეტად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროინტეგრაციას, და თუ რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი ამ პროცესში?
ინტერვიუერი: სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი;
სტუმრები: რესან ქიქავა - Expo Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი;
ნინო უშიკიშვილი - ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) დირექტორის მოადგილე;