მოლაპარაკებებში ჩართულ ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით Financial Times-ი წერს, რომ ევროკავშირი ახალ ტექნოლოგიურ ფონდში €50 მილიარდამდე ($54.84 მლრდ.) ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯით ბრიუსელი აშშ-სა და ჩინეთის ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.
როგორც FT წერს, Sovereign Tech Equity Fund-ი, არსებულ ევროპულ დაფინანსების სქემებთან შედარებით, უფრო მასშტაბურ, სარისკო და გრძელვადიან ინვესტიციებს განახორციელებს. ამასთან, ფონდის ძირითადი ინვესტიციები ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური გამოთვლების მიმართულებით მომუშავე კომპანიებში ჩაიდება.
























