მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებზე საპასუხო ნაბიჯებს გეგმავს

ევროკავშირ

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული უნივერსალური ტარიფები მსოფლიო ეკონომიკაზე უდიდესი დარტყმაა და ევროკავშირი მზადაა, მიიღოს საპასუხო ზომები იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონთან მოლაპარაკებები ჩავარდა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი აშშ-ის მიერ ფოლადზე დაწესებული იმპორტის გადასახადისთვის საპასუხო ზომების მომზადების ბოლო ეტაპზეა.

"და ახლა ვემზადებით დამატებითი საპასუხო ნაბიჯებისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ბიზნესები, თუ მოლაპარაკებები არ შედგა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება დასანანია და გლობალურ ეკონომიკაზე უზარმაზარი გავლენა ექნება, მათ შორის, მოწყვლად ქვეყნებში.

"გაურკვევლობა გაიზრდება და პროტექციონიზმის უფრო გამწვავებას გამოიწვევს. უფრო მეტიც, არ ჩანს რომ ამ უწესრიგობაში რამე წესრიგია, არ არის მკაფიო გზა იმ კომპლექსურ ქაოსში, რომელსაც აშშ უქმნის სავაჭრო პარტნიორებს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენს არ დაუკონკრეტებია, რას მოიცავს ევროკავშირის საპასუხო ზომები. ამ დრომდე ცნობილია, რომ 12 მარტს ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ტარიფებს საპასუხოდ EU აშშ-დან 26 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე გეგმავს იმპორტის გადასახადის დაწესებას.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ში პროდუქტის იმპორტზე თითქმის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, საბაზისო 10%-იანი ტარიფი დააწესა. ევროკავშირს შემთხვევაში გადასახადი უფრო მაღალი, 20%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები