ევროკავშირი რკინიგზის მოდერნიზაციაზე 500 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. კომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ახალი ინფრასტრუქტურა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს გააღრმავებს და მობილობას შეუწყობს ხელს.
ინიციატივის თანახმად, საუბარია ახალი მაღალი სიჩქარის მქონე სარკინიგზო ხაზების მოწყობაზე, თანამედროვე მატარებლების შეძენაზე და ახალი სადგურების მოწყობაზე.
ცხადია, €500-მილიარდიანი პაკეტი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულად გადანაწილდება, თუმცა სისტემა უკლებლივ ყველა ქვეყანაში განახლდება.




























