მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი და FAO საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარებაში ეხმარებიან

5bfd196cb47e8
BM.GE
27.11.18 14:15
855
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მასალების ონლაინ ბიბლიოთეკა შეიქმნა. ამ საჯარო პლატფორმაზე თავმოყრილი იქნება კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის მიერ შექმნილი ელექტრონული პუბლიკაციები და ვიდეო მასალები საუკეთესო ფერმერული პრაქტიკების შესახებ. მონაცემთა ბაზაში ჯერჯერობით განთავსებულია 92 ვიდეო მასალა და პუბლიკაცია.

საქართველოში ექსტენციის მონიტორინგისა და შეფასების სტრუქტურა, ისევე როგორც შესაბამის ეროვნული სტრატეგია ევროკავშირის მხარდაჭერით, 2017 წელს დამტკიცდა.
„სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრა დღეს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სერვისების განვითარების მხარდაჭერის მიზნით გაიმართა, რაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მიმდინარე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი FAO-ს პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია.

სამუშაო ჯგუფი ზედამხედველობას უწევს 2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ფერმერთათვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებისა და არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით.

სტრატეგიის მიხედვით, აღნიშნული ცენტრები საბაზრო მოთხოვნაზე ორიენტირებულ პლატფორმად უნდა ჩამოყალიბდეს, რაც ფერმერთათვის რელევანტური ტექნიკური კონსულტაციების მიწოდებას უზრუნველყოფს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიმდინარე განხილვების ერთ-ერთ ძირითად თემას ტრენინგების საჭიროებების შეფასების შედეგები წარმოადგენდა. ამ შედეგების მიხედვით განისაზღვრება თუ როგორი, რა ტიპის გადამზადება ესაჭიროებათ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებს. შეფასება განხორციელდა 54, ანუ ყველა არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში.

ექსტენციის მუშაკთა კვალიფიკაცია შემოწმდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, როგორებიცაა: მევენახეობა, მებოსტნეობა, მცენარეთა დაცვა, აგროქიმია და ნიადაგის შემოწმება, მეღვინეობა მეფუტკრეობა, მებაღეობა და სხვა. კვლევის მიხედვით, საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში აუციელებილია ექსტენციის სპეციალისტების მომზადება მეცხოველეობის დარგში.

ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას მხარს უჭერს ENPARD პროგრამის მეშვეობით. სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით, ENPARD-ის პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე ფოკუსი სოფლის მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე კეთდება (რაც არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებს მოიცავს).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები