მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი და იაპონია თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ

595e32eab9ada
BM.GE
06.07.17 16:52
1155
ევროკავშირი და იაპონია თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის გამარტვიებული ვაჭრობის შედეგად, საქონელი ქვეყნებში სატარიფო ბარიერების გარეშე შევა. ამ ეტაპზე შეთანმების ძალიან ცოტა დეტალია ცნობილი, რადგან საბოლოო დოკუმენტზე მუშაობა გარკვეულ დროს მოითხოვს. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო სექტორი ამ შემთხვევაში იაპონური ავტომობილებია ევროკავშირისთვის და ფერმერული პროდუქცია იაპონიისთვის.

პირველად გეგმას მხარეებმა ბრიუსელში მოაწერეს ხელი იაპონიის პრემიერმინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც G20-ის შეხვედრის წინა დღეს გაიმართა.

როგორც BBC წერს, იაპონიის მადა რძისა და რძის პროდუქტების მიმართ წლიდან-წლამდე იზრდება, ევროკავშირის ფერმერები კი კავშირის წევრ ქვეყნებში მათს პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას უჩივიან. მათი თქმით, შედეგად, პროდუქციაზე ფასი იმაზე ნაკლებია, ვიდრე თვითღირებულება.

იაპონია მსოფლიოს მესამე უდიდესი ეკონომიკაა 127 მილიონი მოსახლეობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი 505 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები