მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი მხარს უჭერს ქალებს საქართველოში - EU-ს წარმომადგენლობა

ქალთა კონგრესი

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს ქალებს, მხარს უჭერს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, პოლიტიკაში მონაწილეობას და გენდერული ძალადობისგან დაცვას. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ქალთა კონგრესმა შეკრიბა ცვლილებების შემქმნელები მთელი საქართველოდან, რათა განეხილათ ქალების როლი პოლიტიკაში, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური გაძლიერება და უსაფრთხოება - საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ზანე რუნგულემ, ხაზი გაუსვა ქალთა არსებით როლს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ფორმირებაში.

„მთელი ისტორიის განმავლობაში ქალები საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიღწევების სათავეში იდგნენ. დღეს მათი ლიდერობა უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე, ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისკენ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ დასაბრუნებლად“,- თქვა ზანე რუნგულემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები