ევროკავშირის ხელისუფლებამ კომპანიები Facebook, Google და Twitter მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და ერთი თვე გამოუყო იმისთვის, რომ თავიანთი მომსახურება ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა კომპანიებს შეატყობინა, რომ ზოგიერთი მათი წესის გამოყენება მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს. მაგალითად, გაკრიტიკებული იყო პლატფორმების რეგლამენტი, რომლის თანახმადაც მომხმარებელს, რომელსაც მათზე სარჩელის შეტანა სურდა და ევროკავშირის მოქალაქე იყო, ვალდებული ხდებოდა, ამ მიზნით შეერთებულ შტატებში წასულიყო.
გარდა ამისა, Facebook, Google და Twitter დაადანაშაულეს იმაში, რომ თავიანთ ვებ-გვერდებზე თაღლითობასთან და გაყალბებასთან ბრძოლაში არასაკმარის ძალისხმევას იჩენდნენ.

























