ევროპა მზადაა, აშშ-თან თანამშრომლობისთვის, თუმცა ევროკავშირი ასევე მზადაა, პასუხი გასცეს, თუ ვაშინგტონი არ დაუტოვებს სხვა არჩევანს და ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს დააწესებს - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
ვეუბნები შეერთებულ შტატებს: ევროპის მიზანი კვლავ თანამშრომლობაა. მაგრამ თუ აშშ არ დაგვიტოვებს არჩევანს, როგორც ეს ფოლადისა და ალუმინის ტარიფების შემთხვევაშია, ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვიმოქმედებთ ერთსულოვნად“, – განაცხადა შოლცმა.
კანცლერის თქმით, ევროპა არც გულუბრყვილოა და არც სუსტი. სავაჭრო ომი კი, აზიანებს ყველა მხარეს.
ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) პოლიტიკურ ლიდერებს აფრთხილებს, რომ ამერიკასა და ევროკავშირს შორის დაწყებული სავაჭრო ომი გლობალურ ეკონომიკას $9.5 ტრილიონი დოლარის ზიანს მოუტანს. პალატის უახლესი კვლევის მიხედვით, ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უშუალოდ ვაჭრობას, არამედ ტრანსატლანტიკურ ბიზნესსა და ინვესტიციებს, რომელთა მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით $9.5 ტრილიონს აღწევს.