მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად ბონდებს უშვებს

5c079b91b51d9
ეკა ბაშარული
05.12.18 13:28
2702
ევროკავშირი, საქართველოს და უკრაინის დასახმარებლად, ობლიგაციებს განათავსებს, - წერს Reuters, ჩინოვნიკზე დაყრდნობით ევროკავშირში.

ობლიგაციების დაფარვის ვადა 2033 წლის აპრილი იქნება, ხოლო მათი საშუალებით მიღებული ფულით, ევროკავშირი საქართველოს 15 მლნ ევროს ფინანსურ დახმარებას გაუწევს, უკრაინას კი - 500 მლნ ევროს.

„ობლიგაციების განთავსება დაკავშირებულია იმასთან, რომ წინა კვირას ევროკომისიამ, უკრაინისთვის 500 მლნ ევროს ფინანსური დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი“, - განაცხადა ევროპელმა ჩინოვნიკმა.

ობლიგაციების განთავსება დეკემბრის დასაწყისშია დაგეგმილი, ხოლო საქართველოს და უკრაინას, ამ კრედიტების დაფარვა, ასევე, 2033 წლის აპრილისთვის მოუწევთ.
ემისიის დასრულება 11 დეკემბრისთვის იგეგმება.

ბონდების გამოშვების ორგანიზატორები არიან: Commerzbank, Goldman Sachs, LBBW და TD Securities.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები