მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 22 მილიონ ევროს გამოუყოფს

5b224e80c3ad6
BM.GE
14.06.18 15:15
1273

ევროკავშირი და საქართველო ორ მასშტაბურ პროექტს იწყებენ, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდება. პროექტების ჯამური ღირებულება 22 მილიონი ევროა და ისინი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება.

ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი ფართომასშტაბიანი პროექტი 2018-2022 წლებში განხორციელდება და მხარს დაუჭერს სოფლის განვითარებას (10 მილიონი ევრო) და მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას (12 მილიონი ევრო). ინიციატივებს გაეროს ორი სააგენტო განახორციელებს - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). პროექტები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით განხორციელდება.

ხვალ ქობულეთში, აგროსერვის ცენტრში, ქრისტიან დანიელსონი, ევროკომისიის გენერალური დირექტორი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში, მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ნოდარ კერესელიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ერთობლივად განაცხადებენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ფარგლებში დაფინანსებული ორი დიდი პროექტის დაწყების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, საქართველოს მთავრობის, გაეროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და ENPARD-ის პარტნიორები და ბენეფიციარები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები