ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი "თიბისი ბანკის" საქმეს ეხმაურება. როგორც ელჩი აღნიშნავს, მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანია, რადგან თიბისი საქართველოს სისტემური ბანკია და შესაბამისად მას აქვს გავლენა ქვეყნის ზოგად საბანკო და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე.
“ევროკავშირი ძალიან სიღრმისეულად აკვირდება ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებებს, ჩემი მხრიდან ამის შეფასება არ იქნება სწორი და ეს ცენტრალური ბანკის პრეროგატივაა, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მიმდინარე პროცესებს დიდი ინტერესით ვაკვირდებით და ასეც გავაგრძელებთ”,- აცხადებს ელჩი.

























