პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ 2.2 მილიარდ ევროს გამოყოფს სუფთა ენერგეტიკის პროექტებისთვის ოთხ ურთიერთდაკავშირებულ სფეროში: განახლებადი ენერგიის წყაროები, ენერგო-ეფექტური შენობები, ელექტრომობილობა და შენახვის საშუალებები. ეს ასევე მოიცავს 200 მილიონ ევროს მომავალი თაობის ელექტრო-ბატარეების შემუშავების და წარმოებისთვის, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებასა და ემისიის რადიკალურად შემცირებაში.
ეს განცხადება გაკეთდა ევროკომისიის მიერ 27 ოქტომბერს, პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ პრიორიტეტების პრეზენტაციის დროს. გარდა სუფთა ენერგიისა, პროგრამის ინტერესის სფეროებია მიგრაცია, უსაფრთხოება, კლიმატი და ციფრული ეკონომიკა.

























