მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი TikTok-ს გავრცელებული დეზინფორმაციის გამო აფრთხილებს

შუ ზი ჩუუ

ევროპელი რეგულატორი ტიერი ბრენტონი ,TikTok-ის CEO-ს,შუ ზი ჩუუს თავის პლატფორმაზე ისრაელი-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტების აღმოსაფხვრელად 24 საათს აძლევს - ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ევროპული რეგულატორების თქმით, მათ აქვთ მინიშნებები, რომ პლატფორმა ისრაელი-ჰამასის მიმდინარე ომის გარშემო დეზინფორმაციისა და უკანონო შინაარსის გასავრცელებლად გამოიყენება. ბრენტონის თქმით, TikTok უნდა იყოს „დროული, გულმოდგინე და ობიექტური“ დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტების აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით იმის გამო, რომ არასრულწლოვანები ხშირად მიმართავენ პლატფორმას, როგორც სიახლეების წყაროს.

“იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს პლატფორმას ფართოდ იყენებენ ბავშვები და მოზარდები, თქვენ გაქვთ განსაკუთრებული ვალდებულება, დაიცვათ ისინი ძალადობრივი შინაარსისგან, რომელიც ასახავს მძევლების აყვანასა და სხვა გრაფიკულ ვიდეოებს”, - წერს ბრენტონი.

მსგავსი წერილები ბრენტონმა X-ის მფლობელს ილონ მასკს და META-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგსაც გაუგზავნა.

ევროკავშირის ახლად ამოქმედებული ციფრული სერვისების შესახებ კანონის თანახმად, TikTok-მა უნდა აკონტროლოს და წაშალოს უკანონო შინაარსის კონტენტი. უკანონო კონტენტის შესახებ ევროპული რეგულაციების შეუსრულებლობამ შესაძლოა ჯარიმა გამოიწვიოს, რომელიც კომპანიის წლიური შემოსავლის 6% იქნება.

TikTok-ის სპიკერმა თქვა, რომ კომპანიამ მიიღო წერილი და აპირებს პასუხის გაცემას. ამასთან, სპიკერმა CNBC-ს მიაწოდა რესურსებს იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს პლატფორმა DSA ვალდებულებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები