მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით სვანეთში ახალი ტურისტული პროდუქტები იქმნება

BM.GE
07.10.22 11:52
284
იმოგზაურე სვანეთში და მიიღე მოგზაურობისგან ახალი გამოცდილება- ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დაფინანსებით სვანეთის მაღალმთიან სოფლებში ტურისტული ინიციატივების მხარდაჭერა ხდება. ეს ის ინიციატივებია, რომლებიც სვანეთის რეგიონს იქ ჩასულ დამსვენებელს სრულიად ახალი კუთხით ანახებს. მაინც – რას სთავაზობენ მცირე მეწარმეები სვანეთის ვიზიტორებს, როგორია მათი ისტორიები და რამდენად ინტერესდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები როგორც ადგილობრივი კულინარიით, ისე ფოლკლორით?

კულინარიული და ფოლკლორული ტურიზმი - ეს ის ორი მიმართულებაა, რითაც სვანური ტრადიციებისა და კულტურის ტურისტებისთვის გაცნობა ხდება. როგორია ამ კუთხით დონორების მხარდაჭერა, რაზე აკეთებენ ისინი გათვლას? 


სტუმრები: თათა საყვარელიძე - პროექტის "GRETA" მარკეტინგის, მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერი;
თინათინ გენებაშვილი - შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები