როგორ აისახება ტურიზმზე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შესაძლო გასვლა? ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 11%-ს შეადგენს და 3 მილიონ სამუშაო ადგილს ქმნის. Deloitte-ის შეფასებით, ტურისტების 63% ბრიტანეთში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩადის და მათმა რიცხვმა შესაძლოა 9 მლნ-ს გადააჭარბოს. ტურისტული ასოციაცია UKinbound-ის ხელმძღვანელი დეიდერ უელსი, Brexit-ს "ეკონომიკურ თვითმკვლელობას“ უწოდებს: რატომ უნდა გავიდეთ ჩვენი ნებით ბაზრიდან, რომელიც ჩვენი ბიზნესის ორ მესამედს უზრუნველყოფს?
თუმცა, პირველ ჯერზე, უცხოელები უპირატესობას მიიღებენ: ფუნტის კურსი, ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, პროგნოზების მიხედვით, „ჩამოიშლება“. თუმცა, Euromonitor International-ის ანალიტიკოსი ალექსანდერ გორანსონი თვლის, რომ ეფექტი ორმაგი იქნება: ბრიტანელი ტურისტები ნაკლებს იმოგზაურებენ საზღვარგარეთ და სახლში დარჩებიან. მეორეს მხრივ, ბრიტანეთი შედარებით იაფი გახდება უცხოელი ტურისტებისთვის. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის ტურისტული სექტორის ბევრი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირს არ დატოვებს და შესაბამისად მათი ბიზნესი გაურკვეველ სიტუაციებს არ შეეჯახება.

























