მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის ელჩი : "საქართველოში სოფლად მცხოვრები ადამიანების დახმარება დიდი შედეგის მომტანია"

5caafa34452c0
ლევან თაღიაშვილი
08.04.19 13:30
614
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარება და მათი გაძლიერება წარმატებულად მიმდინარეობს.

მან საერთაშორისო კონფერენციაზე - „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+, ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ განმარტა, რომ ევროკავშირი 8 ადგილობრივ ჯგუფს ეხმარება და წელს დამატებით 4 ჯგუფი ჩაერთვება პროგრამაში.

„მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება, რადგან მათ შეძლონ საკუთარი საზოგადოების განვითარება საკუთარი ძალისხმევით. მგავსი მიდგომები სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის დიდი შედეგის მომტანია; ამის ნათელი მაგალითია ევროპის უკანასკნელი 20 წლის ისტორია. მსგავსმა მიდგომამ და Enpard-ის პროგრამამ უკვე საქართველოშიც გაამართლა. ამჟამად, 8 ადგილობრივი ჯგუფია ჩართული და პოზიტიური გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს კიდევ 4 დაემატება. მქონდა პატივი, პირადად შევხვედროდი რამდენიმე ასეთ ჯგუფს, მე მოხიბლული ვარ მათი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობის გრძნობით", - აღნიშნა მან.

საქართველოში Enpard-ის პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. 2013-2022 წლებისთვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 179.5 მილიონი ევროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები