მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩი: მიზანია, საქართველოს პარლამენტი სრულად იყოს დაკომპლექტებული

5fba1fb1192eb
თელარა გელანტია
22.11.20 12:20
931
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის ფასილიტაციის მთავარი მიზანია, სრულად დაკომპლექტებული პარლამენტი მიიღოს. ელჩის კომენტარს ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ორი რაუნდი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ორჯერ შედგა და ახლა პოლიტიკური სპექტრი მესამე რაუნდისთვის ემზადება, თუმცა იქამდე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფასლიტატორებს - აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდებიან.

ევროკავშირის ელჩის აზრით, მნიშვნელოვანია, ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს.

„მე ყოველთვის ვხედავ გამოსავალს. წინა პარასკევს შევხვდი ყველა ოპოზიციონერ ლიდერს, რაც ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდა იდეების გასაუმჯობესებლად, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ გზა საქართველოსთვის, რათა სრულად იყოს პარლამენტი დაკომპლექტებული და ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშესც მოკლე ვადიან პერიოდში ეს ქვეყანა დგას; ასევე, გავაუმჯობესოთ ევროპული მისწრაფება, რაც გააძლიერებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს, რისთვისაც ვიბრძვი. ეს ძალისხმევა გაგრძელდება. ჩვენ ვნახავთ, როდის მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ამ დისკუსიის განვითარება იქნება შესაძლებელი. მიზანია, სრულად დაკომპლექტებული პარლამენტი, რომელიც აიღებს იმ პასუხისმგებლობას, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე ელოდება. ეს კი ყველა მხარისგან პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს“, - აცხადებს ელჩი.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და არც მეორე ტურში მიუღია მონაწილეობა. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები