მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩი უგულავას საქმეზე: ველი, რომ იქნება ოფიციალური განცხადება ბრიუსელიდანაც

5e43b10a50059
ინგა მურუსიძე
12.02.20 12:21
1183
გიგი უგულავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ უწყობს ხელს დიალოგის გაგრძელებას, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას.

მისივე თქმით, დიალოგისთვისაც არ არის დიდი დრო დარჩენილი.

„ყურადღებით ვაკვირდებით ამ გადაწყვეტილებას და მოვლენებს, რომელიც ახლავს ამ საკითხს. გუშინ მქონდა შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის ელჩებთან ერთად დეტალურად განმეხილა ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, უგულავსთან დაკავშირებით. ეს გარემოებები, რომელიც ვახსენე, არ უწყობს ხელს იმ ატმოსფეროს, რომელიც არსებობს და არ უწყებოს ხელს დიალოგის გაგრძელებას, რომელიც გამიზნულია არსებული პოლარიზაციის განსამუხტად. ბევრი პოლიტიკოსის განცხადება მოვისმინეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში და ველი, რომ იქნება ოფიციალური განცხადება ბრიუსელიდანაც“, - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ, გიგი უგულავა "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე თანხის (48 მლნ. ლარი) გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები