მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის ელჩი ვიზალიბერალიზაციაზე: მე ყოველთვის თავს ვარიდებ კონკრეტულ თარიღზე საუბარს

5855410c94666
BM.GE
17.12.16 19:50
1228
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი თავს არიდებს კონკრეტული თარიღის დასახელებას, თუ როდის შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ. ამის შესახებ ელჩმა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას განაცხადა.

„ის ინფორმაცია, რასაც თქვენ ყოველდღიურად იღებთ მხოლოდდამხოლოდ ის ინფორმაციაა, რომელსაც ევროკავშირის ერთი ან მეორე ინსტიტუცია განიხილავს ამ პროცედურებთან დაკავშირებით. ამ თავლსაზრისით პოზიტიური მხოლოდ ისაა, რომ ასეთი განხილვები უფრო ხშირად ეწყობა და ინფორმაციაც ხშირად მოდის მათი მხრიდან. საბოლოო შედეგი დადგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზემოთხსენებული უწყებები ერთიან გადაწყვეტილებაზე შეჯერდებიან. მე ყოველთვის თავს ვარიდებ კონკრეტულ თარიღზე საუბარს, თუმცა, დამერწმუნეთ, როდესაც მე თარიღს ვიტყვი, ეს იქნება უტყუარი ინფორმაცია“,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები