26-30 ნოემბერს საქართველოს ეწვევიან ესტონელი ექსპერტები, რომლებიც ქვეყანას მოსახლეობის რეესტრის შექმნაში დაეხმარებიან.
ისინი შეხვდებიან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 20-ზე მეტ წარმომადგენელს და ქვეყნის რამდენიმე დარგობრივ სამინისტროს და უწყებას.
ამ მისიის მიზანია გამოცდილების გაზიარება და საქსტატის დახმარება ანგარიშის დაწერაში რეკომენდაციებით მოსახლეობის რეესტრის შესაქმნელად.
ვიზიტი ორგანიზებულია ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მიერ საქსტატთან თანამშრომლობის საფუძველზე.