მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა - CSRDG

დდ
30.11.23 21:00
895

სასტუმრო " შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ სამწლიანი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების
ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ განხორციელების შედეგად: გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, ხოლო პროექტის სერვისებით 3000-მდე ადამიანმა ისარგებლა.

"პროექტი, ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სამ რეგიონში განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის მიერ, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისებით, მოიცვა როგორც სამუშაოს მაძიებელი ზრდასრული მოსახლეობა, ასევე საჯარო სკოლები და პროფესიული სასწავლებლები.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, დასაქმებისა და საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები